გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე

ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მექრთამე ადამიანები მაშინ მოხვდნენ, როდესაც მან ერთგვარი ფილტრი მოხსნა. ხუხაშვილის აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ამ ადამიანებთან ერთად ჩაიძიროს, უნდა შექმნას ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით იქნება დაკომპლექტებული და არსებულ სისტემას ბრძოლა უნდა გამოუცხადოს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ თავად ივანიშვილი ამ ყველაფერს არ აღუდგება, ის ჩაიძირება.

„ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს. ეს არის მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტატუსის გადარჩენის ერთდერთი საშუალება. იმის ილუზია, რომ ის ახლა ამ სისტემას ისევ აიკიდებს და ზიდავს, არ უნდა ჰქონდეს. მან ხელები უნდა შეახოცოს ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობებიც არ უნდა იყოს - ეს აღარ არის თამაში. ამას აღარავინ მოითმენს. ან თვითონ რჩება ნაპირზე და ეს ხალხი იძირება, ან ყველა ერთად იძირებიან. მე ამაში დავეხმარები, მე ვიცი ეს როგორ უნდა გაკეთდეს. დღეს სასწრაფოდ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ანტიკორუფციული ბიურო და ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს - გია ხუხაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა