გია ხუხაშვილი - ფილტრი ვიყავით მე, დათო უსუფაშვილი და ფილტრი როგორც კი მოიხსნა, ამ ადამიანებმა, რომელთა ამოცანაც ამ ფილტრის მოხსნა იყო, დაიწყეს ის, რასაც ვხედავთ

ფილტრი ვიყავით მე, დათო უსუფაშვილი და ფილტრი როგორც კი მოიხსნა, ამ ადამიანებმა, რომელთა ამოცანაც ამ ფილტრის მოხსნა იყო, დაიწყეს ის, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე „ფილტრის“ ამოცანა იყო, რომ გადასახადის გადამხდელს საქმე ჰქონოდა მხოლოდ გადამხდელთან.

ხუხაშვილის განცხადებით, არასწორია თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს არასერიოზული განცხადებებით დაამთავრებენ. ის „პალიტრანიუსის“ ეთერით მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, შექმნას ანტიკორუფციული ბიურო და მსგავს საკითხებზე დაიწყოს საფუძვლიანი მუშაობა. „ფილტრი ვიყავით მე, დათო უსუფაშვილი... მაშინ რაც მოვახერხე, ეს იყო „რკინიგზის სალარო“, რომელიც ხელში ეჭირა კეზერაშვილს, ეს რკინიგზის შემოსავალი კი დაუბრუნდა რკინიგზას, რადგან იყო ასეთი პოლიტიკა. ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ გადასახადის გადამხდელს საქმე ჰქონოდა მხოლოდ გადამხდელთან და ფილტრი როგორც კი მოიხსნა, ამ ადამიანებმა, რომელთა ამოცანაც ამ ფილტრის მოხსნა იყო, დაიწყეს ის, რასაც ვხედავთ. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ იხითხითებენ, ამ საქმეს ქარს გაატანენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. არ ესმით რა უბედურებაში არიან და ეს არის პრობლემა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა