თბილისის ზოგიერთ რაიონს გეგმური, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ილია ვეკუას, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, კოსმონავტების სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, გუდაუთის, ელიავას, აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქა-ავშნიანის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკიის დასახლების, ფაღავას, კორნელი სანაძის, ქიზიყის, ერმაკოვის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VI კვარტლის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ელგუჯა ამაშუკელის, მაჭავარიანის, მუხრანის, ზემო ვეძისის, ნადარეიშვილის, შარტავას, ნუცუბიძის, დელისის, კამანის, გაზაფხულის, ჯებაშვილის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა