სოფო კილაძე - „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალიან ბინძური კამპანია

„ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალიან ბინძური კამპანია. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება წინასაარჩევნოდ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საკუთარი დანაშაული „ქართულ ოცნებას“ გადააბრალოს. როგორც კილაძემ აღნიშნა, ამ საქმეში მათ ტელეკომპანია "რუსთავი2" ეხმარება.

„ის რეჟიმი, რომელიც იყო ადამიანის ღირსების შელახვის, გაუპატიურებების, წამებისა და მკვლელობის, ელიტური კორუფციის, შანტაჟის და საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის შემოქმედი, დღესაც აგრძელებს თავის უღირს საქმიანობას იგივე ბინძური მეთოდებით. თავისი დანაშაული ცდილობს ხელისუფლებას გადააბრალოს. ამ ძალას შავი კამპანიის წარმოებაში გვერდით უდგას "რუსთავი2"-ის პროპაგანდისტული მანქანა. საინტერესოა, ზაზა ოქუაშვილი სად იყო ამდენი წელი და რატომ მაინც და მაინც ახლა წინასაარჩევნოდ „გაახსენდა“ სამშობლოზე „ზრუნვა“ და „თავდადება“? ისიც ძალიან საინტერესოა, თუ ყველაფერს იწერდა, ბატონ ივანიშვილთან საუბარი რატომ არ ჩაიწერა? ნათელია, რომ ამ კაცს, რომელსაც 50 მილიონზე მეტი აქვს ვალი ბიუჯეტის, 80 მილიონზე მეტი აქვს ბანკის ვალი, უნდა თავი აარიდოს ვალის გადახდას. ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ "რუსთავი 2"-ის და ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი არის გაყალბებული. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, რომ მაქსიმალურად დროულად უზრუნველყონ ჩანაწერების ავთენტურობის საკითხის გარკვევა, რათა კიდევ ერთხელ დაინახოს საზოგადოებამ ამ უღირსი ადამიანების ნამდვილი სახე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების და მჯერა, რომ ჩვენი ხალხი ნამდვილად ბრძენია, აქვს კარგი ანალიზის უნარი და შესაბამის დასკვნასაც კარგად გამოიტანს, ვის მიერ და რატომ ხდება ეს ყველაფერი,” - განაცხადა სოფო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა