თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 167-ე სეზონს ხსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, დღეს, 167-ე სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი გამოჩენილი ქართველი ტენორის ზურაბ სოტკილავას ხსოვნას ეძღვნება.

მათი ინფორმაციით, ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, მარიკა მაჩიტიძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, გივი ფეიქრიშვილი; ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.

„აბესალომ და ეთერის“ ამ დადგმის პრემიერა 2016 წლის 30 იანვარს განახლებული ოპერის თეატრის გახსნაზე გაიმართა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო