„ძალა ერთობაშია“  - დედაქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები წუხელ უკანონო სააგიტაციო მასალებს აკრავდნენ

„ძალა ერთობაშია" აუდიტის სამსახურს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს და მოითხოვს, რეაგირება მოახდინონ თბილისში წუხელ მომხდარ ფაქტზე.

კერძოდ, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, წუხელ დედაქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ უკანონო სააგიტაციო მასალებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ სუს-ის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით აკრავენ პლაკატებს. პლაკატებზე არის ნეგატიური „ფეიქ კამპანია“. მე მესმის მათი, რადგან მათი კანდიდატი აგებს წინასწარი მონაცემებით არჩევნებში. ვის მოვთხოვოთ საქმის გამოძიება - სუს-ს? კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, სუს-ის აგენტი

გიორგი მანჯგალაძე, რომელიც არის მთავარი მოქმედი პირი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ძალა ერთობაშიას" კიდევ ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, აღნიშნულ ფაქტი რამდენიმე მიმართულებით არის სამართალდარღვევა. კერძოდ,

არ არის პლაკატებზე მითითებული დამკვეთი და ტირაჟი. ასევე, საიდან მოდის ეს ფული არ არის ცნობილი.

"გიორგი მანჯგალაძე არის სუს-ის თანამშრომელი. საჭიროა სუს-მა შიდამოკვლევა ჩაატაროს. მათ ყველა თანამშრომელს ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.

ასევე პატრულმა არ მოახდინა რეაგირება უკანონო საარჩევნო მასალის გავრცელების ფაქტზე. არ მოხდა ამ მასალის ამოღება და ჩვენ მივმართავთ გენინსპექციასაც.

ასევე, მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რათა შეისწავლონ ფაქტი, თუ ვინ არის დამკვეთი და რა ფინანსებით მოხდა მათი დაბეჭდვა-გავრცელება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა