ირაკლი ნადარეიშვილი ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე - კატეგორიულად უარვყოფ ინფორმაციის მოძიებას ჩვენი დეპარტამენტის მიერ სხვა მიზნებით

ზაზა ოქუაშვილი რა ინტერპრეტაციით საუბრობს, ამას მე ვერ გეტყვით. კატეგორიულად უარვყოფ ინფორმაციის მოძიებას ჩვენი დეპარტამენტის მიერ სხვა მიზნებით, -ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ზაზა ოქუაშვილის განცხადების შეფასებით იმის თაობაზე, თუ რა შეხება ჰქონდა პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან და ზაზა ოქუაშვილთან.

ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ წლების წინ, ის ჩართული იყო მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიას“ საქმეზე, რომელიც ახლა სასამართლოში განიხილება.

„ჩემი დეპარტამენტი სწავლობდა იმ განცხადებებს და იწყებდა გამოძიებას იმ საკითხებზე, სადაც აღინიშნებოდა დანაშაულის ნიშნები. მათ შორის „ომეგასა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონო ჩამორთმევის ფაქტს. დეპარტამენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე დაასრულა გამოძიება და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა იმჟამინდელი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის და მისი პირველი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ და საქმე სასამართლოშია. უკვე დასრულებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა მოკვლევა და საქმე დასკვნით ეტაპზეა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ სასამართლო განაჩენიც იქნება.

ამდენად, დეპარტამენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართულებით დაასრულა გამოძიება. დეპარტამენტის საქმიანობა ამ ეტაპზე ამოიწურა აღნიშნულით. დანარჩენი საქმის მიმართ, რომელიც გამოყოფილია, მიმდინარეობს გამოძიება. ასე, რომ დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად გამჭვირვალე იყო და ჩვენ გვქონდა მჭიდრო და უშუალო კავშირი როგორც ზაზა ოქუაშვილთან, ასევე სხვა დაზარალებულებთან.

ზაზა ოქუაშვილი რა ინტერპრეტაციით აცხადებს, ამას მე ვერ გეტყვით. კატეგორიულად უარვყოფ ინფორმაციის მოძიებას სხვა მიზნებით დეპარტამენტის მიერ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა