გიორგი ტყემალაძე - ტაქსების რეგულაციებზე მერის ინიციატივა ეფექტიანი, სწორი, რეალური და განხორციელებადია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას და ინიციატივას ტაქსების უფასოდ გადაღებვასთან და უფასო ქიმწმენდის სერვისთან დაკავშირებით.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისივე თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც კერძო სექტორის და ქალაქის მთავრობის მომავალი, ერთობლივი თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პრეცედენტი იქნება.

„ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გადაღებონ მანქანები თეთრ ფერად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება. ამას განახორციელებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ექნება ინტერესი, რომ ტაქსებზე განათავსოს საკუთარი რეკლამა. ეს არის კერძო სექტორის და თვითმმართველობის ერთობლივი პროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე უახლოეს მომავალში მივიღებთ ამის შედეგებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას, რომ ეს პროექტი არამომგებიანია კერძო სექტორისთვის.

„შესაბამისი პროცედურების გავლით, გამოცხადდება კონკურსი. დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორიდან იქნება ინტერესი და ერთი წლის განმავლობაში გვექნება და გვეყოლება ერთი მხრივ, იდეალურად მოწესრიგებული ტაქსები და რაც უმნიშვნელოვანესია, მგზავრებისთვის ეს სერვისი იქნება უსაფრთხო და კომფორტული. ამ მოდელით მივიღებთ წარმატებულ რეფორმას, “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მერის ინიციატივას ეფექტიანი, სწორი, რეალური და განხორციელებადი უწოდა, რომელიც მომავალში კერძო სექტორსა და თბილისის თვითმმართველობას შორის წარმატებული თანამშრომლობა მოჰყვება.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს