ირინა მილორავამ მცირე ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრა

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ჰიდროელექტროსადგურ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიალზე, მცირე ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბოდორნაჰესის განსაკუთრებული ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ არის მცირე ელექტროსადგური. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამატებით ელექტროენერგიას მიაწვდის ელექტროსისტემას. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო არის ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ამიტომ, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ განვავითაროთ ადგილობრივი გენერაცია. ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

სემეკის ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის მშენებლობა დაასრულა. ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა