ანონსი 3 ოქტომბერი

3 ოქტომბერს, 09.00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პოსტევროპის (PostEurop) 34-ე პლენარულ სხდომას გახსნის, რომელსაც 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები დაესწრებიან, მათ შორის პოსტევროპის გენერალური მდივანი ბოტონ სებენი, პოსტევროპის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჟან პოლ ფორსევილი, მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი ბიშარ ჰუსეინი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

3 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ №12 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ქვეყნის 5 სასამართლოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს ასახავს.

მის: თავისუფლების მოედანი 4

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი ჩატარდება.

3 ოქტომბერს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი უფროსი ლელა სტურუა“მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: იოდდეფიციტის პრობლემა ქვეყანაში; რა შედეგები მოიტანა მარილის იოდით გაჯერების აუცილებლობამ ქვეყანაში; შესაძლებელია თუ არა, ფქვილის რკინითა და ფოლიუმით გაჯერებაც სავალდებულო გახდეს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ.19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტაქსების არასრულყოფილი რეფორმა - რა სერვისები უნდა დაემატოს, რომ რეფორმა უსაფრთხო და შედეგიანი აღმოჩნდეს და დანახარჯები რეალური.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ.19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის პრესკონფერენცია ჩატარდება. თემა: სექტემბერის თვის სტატისტიკური მონაცემები.

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: კომპანია „სინოჰიდრო საქართველოს“ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გზებზე გახარჯული მილიონები და შერჩევითი პასუხისმგებლობის მაგალითები.

მის.: თბილისი, კოტე აფხაზის ქ. #25, სასტუმრო „კალასი“

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეგულაცია, რამდენად უზრუნველყოფს მერიის შემოთავაზებული ხედვა ტაქსით გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს; ტექდათვალიერების რეფორმა, რა პრობლემები იკვეთება ამ პროცესში, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს რეფორმა. რატომ ხდება რომ მანქანები, რომლებსაც გავლილი აქვთ ინსპექტირება, მაინც ბოლავს და გარემოს დამაბინძურებლებად რჩებიან.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "ძალა ერთობაშიას" ლიდერები, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (ბალრუმი)

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

3 ოქტომბერს, 11:30 საათზე, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

3 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრების, გოგა გულორდავას და ნინო წილოსანის ბრიფინგი მეორე საკომიტეტო მოკვლევასთან დაკავშირებით.

ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, C კორპუსის ფოიე

3 ოქტომბერს, 12:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდებიან. შეხვედრას, ასევე, დაესწრებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.

მის.: რუსთაველის გამზ. #13

3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბრიტანეთის საელჩოში დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მიერ საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების გასაცნობად ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ელჩი, ჯასტინ მაქენზი უმასპინძლებს.

საკონტაქტო პირი ლიკა შავიშვილი - 595 330 150

3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის მცხოვრებთა ნაწილი კომპანია „ტერასა ჯგუფის“ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით საპროტექტო აქციას გამართავს. პროექტი იპოდრომთან 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს.

მის.: საბურთალო, კარტოზიას ქ. N12

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: რუსთაველის გამზ. #29

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „საქართველოს ფოსტა“ უმასპინძლებს PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომას უმასპინძლებს, რომელსაც 49 ქვეყნიდან 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერი დაესწრება.

მის.: რუსთაველის გამზ. #29

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა