ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მამუკა ბახტაძეს დახმარების თხოვნით მიმართავს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის წელიწადი და ორი თვეა ფაქტობრივად ტყვეობაში იმყოფება და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პროკურატურა“ სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით ასამართლებს.

მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს.

„გამარჯობა, ბატონო მამუკა. მე თამარ მეარაყიშვილი ვარ. სამოქალაქო აქტივისტი. ალბათ, ჩემზე არც კი გსმენიათ - წელიწადი და ორი თვეა ფაქტობრივად ტყვეობაში ვარ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა მდევნის - სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით მასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი წელი ციხე მელის. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან. მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება - შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი და ყურადღება მჭირდება მეც და ჩემ ოჯახსაც. იმედს ვიტოვებ, რომ გამომეხმაურებით ან საჯაროდ მიპასუხებთ, რა დანაშაულის გამო მაიგნორებთ?“, - წერს მეარაყიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მეარაყიშვილი ახალგორის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. მეარაყიშვილმა ახალგორის რაიონში ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის დროს დანიშნული კადრების დათხოვნაზე და ახალი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა თანამდებობებზე დანიშვნაზე გასულ წელს “ეხო კავკასთან” ისაუბრა. ამის შემდეგ, პარტიის სახლით მეარაყიშვილზე საჩივარი ახალგორის ე.წ. სატყეო სამსახურის უფროსმა, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის” წევრმა, სპარტაკ დრიაევმა შეიტანა. 2017 წლის 16 აგვისტოს კი, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ მეარაყიშვილი დააკავა, ის ცილისწამებაშია ბრალდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო