ირაკლი კობახიძე უმცირესობას - ჯერ ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში “დუბლიონკით“ და შემდეგ ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო გახარიასა და ივანიშვილის დაბარება

ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში “დუბლიონკით“ და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო ამ საქმეზე გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძეს უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა, რომ “აქ მთავარია, ვინ ჩააცვა ან გახადა “დუბლიონკა“.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე გასცენ კითხვებს პასუხი.

იხილეთ ვიდეო: "დაამტკიცოს ზაზა ოქუაშვილმა რატომ დადის ზაფხულში "დუბლიონკით" - ირაკლი კობახიძე უმცირესობას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა