დავით ზალკალიანი - მაია ოთინაშვილის დაკავებაზე კომუნიკაციის რეჟიმში ვართ როგორც ევროკავშირის მისიასთან, ისე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან

საქართველოს მოქალაქეების გატაცება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან.

„მოგეხსენებათ, ეს ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ აქტიურად ვურთიერთობთ ამ საკითხზე ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. უკვე ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, ისევე როგორც სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი 24- საათიან რეჟიმში არის ჩართული ამ პროცესში.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება შესაძლო გათავისუფლებასთან და შესაძლო პატიმრობასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ევროკავშირის მისიასთან, ისე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და ეს საკითხი იქნება ძალიან აქტიურად განხილული ჟენევის მომდევნო რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირაში იგეგმება. ჩვენი დელეგაცია ამ საკითხს ძალიან აქტიურად დააყენებს და მოვითხოვთ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და იმ ძალისგან, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, რომ მოხდეს ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს