ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმება დაავალა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმება დაავალა. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ჰუმანიტარული პროდუქციის იმპორტს და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებას ეხება.

წინასწარ დადგენილებაში, რომელიც სასამართლომ დღეს გამოიტანა, ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა ნებისმიერი გზით უნდა გააუქმოს ყველა შეზღუდვა და აღადგინოს ირანისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის, საკვები პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო საქონლის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წლის მაისში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლის შემდეგ დააწესა. ივლისში ირანმა აშშ-ს წინააღმდეგ საჩივარი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა.

სავარაუდოდ, აშშ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას გაასაჩივრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა