AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ლევან ყიფიანი აპირებს თქვას, რომ ზაზა ოქუაშვილს საკუთარი ინიციატივით ესაუბრებოდა

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აპირებს თქვას, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მოლაპარაკებებს საკუთარი ინიციატივით აწარმოებდა.

„ყოფილი მინისტრი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხებზე, რომელზეც საუბარი იყო მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში.

კონკრეტულად კი, იმ ეპიზოდებზე სადაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან და სხვა პირებთან, ყოფილი მინისტრი კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად, ლევან ყიფიანი დაკითხვაზე აღიარებს, რომ ოქუაშვილს საკუთარი ინიციატივით ესაუბრებოდა და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა“, - წერს AMBEBI.GE ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, ყიფიანი უარყოფს ე.წ სარდაფის ეპიზოდსაც.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. ყიფიანი სასამართლოში 16:00 საათზე უნდა მივიდეს.

იხილეთ სტატია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა