ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ვეტერანებისა და მათი შვილების საბაკალავრო სწავლების ხარჯებს, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, ვეტერანებისა და მათი შვილების საბაკალავრო სწავლების ხარჯებს, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მათი სამსახური, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, არა ერთ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტზე მუშაობს.

„სამსახურმა, ვეტერანებისა და მათი შვილებისათვის, საგანმანათლებლო სფეროში საშეღავათო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა ინიციატივით მიმართა. უწყებისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, 2018 წლის 11 სექტემბერს, გამოსცა N461 დადგენილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებთან ერთად, 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა მაგისტრანტი შვილების სწავლის საფასურსაც სახელმწიფო დაფარავს; ხოლო N463 დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისა და მათი შვილების საბაკალავრო სწავლების ხარჯებს, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა განათლების სფეროში შეღავათები გავრცელდეს ვეტერანთა უფრო ფართო წრეზე და ეტაპობრივად, ყველა ვეტერანის ოჯახი მოიცვას.

„ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, განსახილველად, წინადადებათა მოცულობითი პაკეტი წარვადგინეთ, რათა საკანონმდებლო ბაზა, მათთვის უფრო მოქნილი და ქმედითი გახდეს. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები ცალკეულ სამინისტროებთანაც. ჩვენი ინიციატივა იყო, ვეტერანთა შვილებისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება; ამ ეტაპზე, ამ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და იმედი გვაქვს, ეტაპობრივად, მეტს შევძლებთ. ჩვენი სამსახური, ამისთვის, მცდელობას არ დააკლებს,“ – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა