ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები ითხოვენ,  მათთვის ცნობილი გახდეს, ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები ითხოვენ, რომ მათთვის ცნობილი გახდეს, ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი.

როგორც მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ოჯახს მოსთხოვა, რომ წარმოადგინოს მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, რომლის საფუძველზე მათ მერაბიშვილის კლინიკაში ნახვის საშუალება ექნებათ. ადვოკატის თქმით, ასეთ რეკომენდაციას ვერ წარმოადგენენ, ვინაიდან ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი.

„როგორც გუშინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვანო მერაბიშვილი მეხუთედ გადაიყვანეს კლინიკაში. ოჯახის წევრებმა მის მონახულებაზე უფლების მოპოვება მოითხოვეს. ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და აქვთ ამის უფლება. მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებას და დღეს მივიღეთ პასუხი, რომ მათ უნდათ განმცხადებელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობა, ბრალდებულთან ან მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია. დღეს სჭირდებათ, რომ ბრალდებულთან და მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი მივუტანოთ, როცა ეს დოკუმენტი მერაბიშვილის დაპატიმრების დღიდან არის სასჯელაღსრულებაში იმიტომ, რომ 5 წელზე მეტია უკვე ვანო მერაბიშვილი პატიმარია და ოჯახის წევრები მას შეზღუდული რაოდენობით ნახულობენ.

ყველაზე მთავარი რაც არის, განაცხადებაც გავაკეთეთ და წერილობით არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ გვაცნობონ, ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი, რათა მას მოვთხოვოთ, რა არის მისი დიაგნოზი. ახლა გვეუბნებიან, რომ მკურნალი ექიმის რეკომენდაცია უნდა მივცეთ, არადა ეს არის მთავარი ნონსესნსი, რომ არ ვიცით ვინ არის მკურნალი ექიმი. სასჯელაღსრულება ჯერ ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, მერე ამბობს, რომ ექიმის რეკომენდაცია სჭირდება - რამდენად იძლევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას, რომ ოჯახის წევრებმა მოინახულოს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა თუმანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა