მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებული მერაბ მორჩაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ბრალდებული „სიკეთის კეთებისთვის ისჯება"

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებული მერაბ მორჩაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ბრალდებული „სიკეთის კეთებისთვის ისჯება".

საქმესთან დაკავშირებით მორჩაძის ნათესავმა რუსუდან მორჩაძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბ მორჩაძე უდანაშაულოა. ბრალდებულის ნათესავი ამბობს, რომ მსგავსი სიკეთის გასაკეთებლად მერაბ მორჩაძე კალანდიებს ხშირად სტუმრობდა.

"კალანდიების დედა ჩემი დეიდაშვილია. უახლოეს ნათესავთან თუ სიკეთის გაკეთება დასჯადი იყო, არ მეგონა. ეს არ მომხდარა პირველად, ეს ხდება წლების მანძილზე, და-ძმური დახმარება ყოველთვის ხდებოდა და თუ ამას უარყოფენ, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვართ გაოგნებული ოჯახის წევრები. სიკეთით ავიდა მერაბ მორჩაძე, მხოლოდ იმათი მოთხოვნით და ჩემი მოთხოვნით. მინდა საზოგადოებამ განსაზღვროს რისი გულისთვის ისჯება მერაბ მორჩაძე", - განაცხადა რუსუდან მორჩაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაგრძელდება. სხდომაზე დაცვის მხარე პროკურორების იმ შუამდგომლობას უპასუხებენ, რომელიც დაცვის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა