ლევან იზორია - იენს სტოლტენბერგმა იმ პროგრესის შესახებ აღნიშნა, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე აქვს

„ფაქტი, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში შესაძლებლობა გვაქვს, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს გავაცნოთ ჩვენი რეფორმების შესახებ, არის მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირება,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგმა იმ პროგრესის შესახებ აღნიშნა, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე აქვს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებებს, რომელში მონაწილეობასაც იზორიას თქმით, 28 ქვეყანა მიიღებს.

„მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე აქვს. ფაქტი, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში შესაძლებლობა გვაქვს, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს გავაცნოთ ჩვენი რეფორმების შესახებ, არის მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრაცია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ის საკითხი, რომ მომავალ წელს ჩატარდება ნატო-საქართველოს ძალიან მასშტაბური სწავლება, რომელშიც ჩართული იქნებიან ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები, საუბარია დაახლოებით 28 ქვეყანაზე. ჩვენ ასევე, პოზიტიურად შევაფასეთ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება. ახლო მომავალში ამ პრაქტიკულ მექანიზმსა და გათვალისწინებულ ინიციატივებს დავხურავთ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიმსჯელოთ ახალ დინამიკასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა