უზენაეს სასამართლოში LexisNexis-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში წამყვანი სამართლებრივი საძიებო პროგრამის „ლექსის-ნექსისის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც “ლექსის-ნექსისის” ბიზნესის განვითარების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მარატ ალმაგანბეტოვი უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, თანაშემწეები და აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, „ლექსის-ნექსისის“ პროგრამა არის წამყვანი გლობალური საძიებო პროვაიდერი სამართლებრივი, სარეგულაციო, ბიზნეს ინფორმაციისა და ანალიტიკის მიმართულებით, რაც ეხმარება პროფესიონალ მომხმარებლებს მიიღონ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება, გაზარდონ პროდუქტიულობა და უკეთესად მოემსახურიონ თავის კლიენტებს.

„პროგრამა საშუალებას იძლევა მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან სამართლებრივ ინფორმაციასთან, რომელთა შორისაა სამართლებრივი კომენტარები, სტატიები, გადაწყვეტილებები, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და მრავალი სხვა.

„ლექსის-ნექსისის“ პროგრამას ერთგვარი ,,სამართლის გუგლის“ სახელითაც იცნობენ.

„ლექსის-ნექსისის“ საძიებო პროგრამის შეძენა უზენაესი სასამართლოსთვის განხორციელდა ევროიკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა