"მედიქლაბ ჯორჯიაში" დაგეგმილ კონსილიუმს ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი დაესწრება

ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული ექიმები, რომლებიც "მედიქლაბ ჯორჯიას" კლინიკაში მივიდნენ ონკოქირურგიის, ნეიროქირურგიისა და თერაპიის სპეციალისტები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი ითხოვდა, რომ კონსილიუმს, რომელსაც "მედიქლაბ ჯორჯიას" კლინიკის ექიმები გამართავენ, დასწრებოდა მათ მიერ მოწვეული სამი ექიმი, რაზეც თანხმობა მიიღეს. ადვოკატის თქმით, თუ შესაძლებლობა ექნება, კონსილიუმს თავადაც დაესწრება. ადვოკატის ინფორმაციით, ექიმები, რომლებიც ოჯახმა მოიწვია, პროფესიონალები არიან. ამასთან, ჩივიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილს დიაგნოზი დღესაც ვერ დაუსვან, თუმცა იმედოვნებს, რომ ასე არ იქნება.

"ორი თვის განამვლობაში ჩვენ, პაქტიკულად, დიაგნოზი ვერ მივიღეთ. რეალურად, ვანო მერაბიშვილი არ მკურნალობს იმ დიაგნოზის მიხედვით. ეს არის სინდრომი, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით. დღეს, ვინაიდან კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს და მოწვეული ჰყავთ რამდენიმე ექიმი, ჩვენი თხოვნა იყო, რომ ამ კონსილიუმში ჩართულიყვნენ მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოძიებული ექიმები. რადგან დაგვთანხმდენენ, ეს უკვე კარგია. მეც მაქვს სურვილი, რომ ტექნიკურად, თუ მოხერხდა მეც დავესწრო შეხვედრას. ამ ორი თვის განმავლობაში მარტივ რაღაცს ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ დასმული დიაგნოზის მიხედვით. რაც შეეხება ოჯახის მიერ მოწვეულ ექიმებს, მე ვიცი, რომ ისინი არიან პროფესიონალები. არის ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი. როგორც მახსოვს ამ სპეციალობის ექიმები არიან", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს