ქეთევან ციხელაშვილი - გატაცებულ ქალს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომ ოჯახს და სახელმწიფოს ბევრი კითხვა გააჩნია

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ ქალს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომ როგორც ოჯახს, ასევე სახელმწიფოს ბევრი კითხვა გააჩნია. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ გატაცებული ქალის მონახულება და გათავისუფლება მალე მოხდეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იცით, რომ ოპერირებს ცხელ ხაზს და ამ ხაზის მეშვეობით ბოლო დღეების განმავლობაში განსხვავებული ინფორმაციებია მიღებული. ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ათდღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ეს არ არის მისაღები მიმართულება. ძალისხმევა მიმართულია, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება, მას სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები. შემაშფოთებელია, რომ მას არ ეძლევა ტელეფონზე კომუნიკაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ცხელი ხაზის და ყველა არხის მეშვეობით მისი მდგომარეობა და მოკითხვა. მე მქონდა ოჯახთან შეხვედრა. ის გარემოება, რომ კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა ოჯახს, ის, რომ ძალისმიერად არის დაკავებული ეს ქალბატონი, ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა და ოჯახსაც ძალიან ლეგიტიმურად აქვს კითხვები, ამიტომ არის ამდენი ძალისხმევა მიმართული იმისკენ რომ მოხდეს მისი მონახულება ადგილზე და გათავისუფლება",- განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა