იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება ერთადერთი საშუალებაა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც რუსეთის სამხედრო ყოფნითაა გამოწვეული

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება და ჯარების გაყვანა ერთადერთი საშუალებაა გადაიჭრას ის ინციდენტები, რომელიც უკავშირდება საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის რუსეთის სამხედრო ყოფნით გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ასე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვას საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცების შესახებ.

„მიჭირს კომენტარის გაკეთება კონკრეტულ საქმეზე, რომელიც არ ვიცი, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია ზოგადად, არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ვინაიდან ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ვფიქრობ, უამრავი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა მოვუწოდოთ რუსეთს ეს. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის ერთადერთი საშუალებაა. ეს, რა თქმა უნდა, ასევე ერთადერთი საშუალებაა, გადაიჭრას ის ინციდენტები, რომელიც უკავშირდება საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის რუსეთის სამხედრო ყოფნით გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა