საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის რიგით მეექვსე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც გარემოს დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორმა, მარკო კეინერმა აღნიშნა, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რაც დიდი ნახტომია ქვეყნის მომავლისთვის და ქმნის საფუძველს, UNECE-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთი პარტნიორობისთვის (EUWI+) პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში სხვადასხვა სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა