ნიუ-იორკის მერი - ამოვიღებთ ყველა გადასახადს, რომლებიც დონალდ ტრამპს შესაძლოა, დამალული ჰქონდეს

ნიუ-იორკის ხელმძღვანელობა ამოიღებს ყველა გადასახადს, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესაძლოა, დამალული ჰქონდეს, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაშიც კი ქალაქს და შტატს აქვს ძალიან ძლიერი ბერკეტები, რათა ის, ვინც გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, მკაცრი პასუხი აგოს. ქალაქი ნიუ-იორკი იბრძოლებს იმ თანხის მისაღებად, რომლებიც დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოსახლეობისთვის აქვს გადასახდელი“, - განაცხადა დე ბლაზიომ.

მისივე თქმით, გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებული ბრალდებები დონალდ ტრამპის მიმართ სინამდვილეს შეესაბამება. დე ბლაზიოს განცხადებით, ტრამპმა „საგადასახადო ორგანოები მოატყუა, გვერდი აუარა რეგულაციებს და აირიდა გამოძიებასა და სასამართლოს, რომლებსაც იმსახურებდა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა