ანა დოლიძე - დღეს ვხედავთ ჩვენი პოლიტ-ეკონომიკური ელიტის მორალური კოლაფსის სურათს - თუ ვირწმუნებთ ლევან ყიფიანის ვერსიას, ეს მორალურად მიუღებელია

დღეს ვხედავთ ჩვენი პოლიტ-ეკონომიკური ელიტის მორალური კოლაფსის სურათს. ჩვენი სახელმწიფო იმართება ელიტის მიერ, რომელსაც ზნეობა არ აქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეზე ნებისმიერი ვერსია მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მორალურად მიუღებელია და სახელმწიფოსთვის დამანგრეველია.

„დღეს ვხედავთ ჩვენი პოლიტ-ეკონომიკური ელიტის მორალური კოლაფსის სურათს. თუ ვირწმუნებთ ლევან ყიფიანის ვერსიას, ეს მორალურად მიუღებელია ჩემთვის და ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვისაც. თუ არ ვირწმუნებთ და ვიფიქრებთ, რომ ის ზეწოლის ქვეშ არის სცილასა და ქარიბდას შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ასეთ შემთხვევაში ეს სურათს ხატავს იმისას, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ღრმად არის ჩაბმული კორუფციაში, გარიგებებში და სახელმწიფო აზროვნებასთან მათ კავშირი არ აქვთ. ამ მხრივ ეს ძალიან ყურადსაღები სკანდალია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ვისაც ეს ევალება - პროკურატურამ. იმიტომ იღებენ ისინი ხელფასს. ყველა ვერსიაში, რაც ჩვენს წინაშე გაიშალა, გინდ ოქუაშვილის, გინდ „ქართული ოცნების“ და გინდ ლევან ყიფიანის ვერსიაში ჩვენ ვიღებთ რას - ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა გადაჯაჭვულია, სახელმწიფოსთვის დამანგრეველია და საქმე გვაქვს სერიოზულად გამყარებულ ოლიგარქიასთან. სარდაფი არსებობდა თუ არ არსებობდა - ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის აღმაშფოთებელი. ჩვენი სახელმწიფო იმართება ელიტის მიერ, რომელსაც ზნეობა არ აქვს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა