ცენტრი „ემპათია“ მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე კონსულტაციებს იწყებს

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ნათლად ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას,- ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

„ემპათიაში“ მიაჩნიათ, რომ „აღნიშნული გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და “ომი ჩვენ დავიწყეთ“ მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად“.

„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ნათლად ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას, რაც ჩვენს მიერ არაერთგზის განმარტებული „სტოკჰოლმის“ სინდრომის გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და “ომი ჩვენ დავიწყეთ“ მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ხელისუფლება მოკლებულია ქმედითი ზომების მიღების უნარს, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა