ნათია თურნავა  - რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კი - უფრო დაცული გახდება

თბილისში დღეს ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 2-დღიანი ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance პროექტის „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, გაზის ბაზრის მთავარი თემაა ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულირება და იმ შესაძლებლობების განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირების შედეგად საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანის უზრუნველყოფა.

უწყების ცნობით, დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

მისი თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულება ენერგო კანონების ეტაპობრივი ჰარმონიზაციის შესახებ. მისი თქმით, საუბარია როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე, ზოგადად, ენერგეტიკის ბაზარზე უფრო გამჭვირვალე, ევროსტანდარტებთან მისადაგებული და ჰარმონიზებული თამაშის წესების შემოღებაზე, რომლებიც გასაგები იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის. მისი თქმით, რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კი - უფრო დაცული გახდება.

„იყოს, ასე ვთქვათ, უფრო სამართლიანი რეგულირება, იყოს გარკვეულწილად კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მიმწოდებლების რაოდენობა შეზღუდულია. მაგრამ დისტრიბუციის ნაწილში, იყოს მკაცრი რეგულირება, რაც საბოლოო ჯამში, დაიცავს ჩვენს მომხმარებელს და უზრუნველყოფს ამ ბაზარზე სტაბილურ რეგულაციებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად საქართველომ აიღო ვალდებულება შემდგომი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებაზე ბუნებრივი გაზის სექტორში. ევროკავშირის ეგრეთწოდებული „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას.

„დღევანდელი ღონისძიება საფუძველს შეუქმნის საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უსაფრთხო და ხელსაყრელი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც შედეგად მოიტანს უფრო მაღალი დონის კონკურენციას, ენერგო უსაფრთხოებას, ენერგო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას და აგრეთვე, შექმნის ენერგიის დაზოგვის უფრო მეტ შესაძლებლობას“, - განაცხადა ღონისძიების გახსნისას, ენერგეტიკული გაერთანების სამდივნოს გაზის განყოფილების უფროსმა, პრედრაგ გრუიჩიჩმა.

„ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაზე მიერთების ოქმის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ბუნებრივი გაზის სფეროში 2020 წლის დასრულებამდე. ე.წ. „ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის“ დანერგვა შედეგად მოიტანს ქვეყნის გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას, ბაზარი გაიხსნება კონკურენციისთვის და უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ შესაბამისი სარგებელის მიღებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა