გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს მიმართავს. ვაშაძე განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ავრცელებს და ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ის ბერძენიშვილს ყოველთვის თვლიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად.

„ბატონო ლევან, დატვირთული საარჩევნო კამპანიის და რეგიონებში შეხვედრების გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე დღემდე პასუხის გაცემა. მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის გთვლიდით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად.

დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს“, - აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა