თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, სადაც მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარდგა მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი. მან შეასრულა ედვარდ გრიგის, ალექსანდრე სკრიაბინის, ფრიდერიკ შოპენისა და მილი ბალაკირევის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის გახსნა მიულოცა და სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. თელავის სახელმწიფო თეატრის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

ფესტივალი 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს