აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას „სამაგალითო რეფორმებისთვის“ მადლობა გადაუხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ბრიუსელში შეხვდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

თავდაცვის მდივანმა მინისტრ იზორიას მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეები შეთანხმდნენ კვლავ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის შეკავება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებასა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიღწევას.

მატისმა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა