მოლდოვაში მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი  დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კირილ გაბურიჩი დახვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, რომელიც „მიმი კასტელის" სასახლეში იმართება.

სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა