თბილისი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგრაციო პლენარულ სესიას მასპინძლობს

დღეს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია იხსნება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბი, ევროპარლამენტარი ანა გომეში და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი მიმართავენ.

სესიის გახსნითი ნაწილის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, ანდრიან კანდუ და ანდრი პარუბი საპარლამენტთაშორისო წესდებას მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება 6 ოქტომბერს პანელური დისკუსიებით გაგრძელდება. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები დახურულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობასა და შიდა განვითარებაზე ისაუბრებენ. პანელური დისკუსიის ფორმატში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ იმსჯელებენ.

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე, სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა