პრეზიდენტი - ვხედავ, როგორ  შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვერ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში

დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.

"თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, არც თქვენ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. არც ერთი არ მახსოვს ისინი, მაგრან ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება და მასთან დაკავშირებული დებატები გაიხსენა.

"მე მახსენდება წინა ხელისუფლების დროს ჩემი ერთ-ერთი ეთერი, როდესაც მქონდა დებატები "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ წარმომადგენელთან. ეს დებატები შეეხებოდა იმ აღიარებას, რომელიც მაშინ მოვისმინეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან. მაშინ ამ ოპონენტს მთელი არგუმენტები ჰქონდა ხელში, აღჭურვილი იყო მთელი რესურსებით, რომელსაც აწვდიდა სახელმწიფო მანქანა. მე არ მქონდა მასალები არც პროკურატურის მასალების, არც გამოძიების მასალების, მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი. იმ დებატების დროს ჩემი არგუმენტები ის არგუმენტებია, რასაც ცოტა ხანში დაერქვა სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობა",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა