გრიგოლ ვაშაძე ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდეტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციიდან აცნობეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, მაია ოთანაშვილი არაოკუპირებული ტერიტორიიდან, მათი საკარმიდამო ეზოდან გაიტაცეს. მათივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული არ არის და ამ ტერიტორიებიდან გატაცება ხშირად ხდება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს ყველა საშუალებას ჩვენს პარტნიორებთან ამ ფაქტის აქტუალიზაციისათვის.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უუნაროა და არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, „ქართული ოცნების“ დათმობის პოლიტიკის შედეგად გაძლიერდა რუსეთის აგრესიული ნაბიჯები. გრიგოლ ვაშაძის აზრით, სასწრაფოდ გასაძლიერებელია საპოლიციო ძალები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა