სალომე ზურაბიშვილი - ჩემ წინააღმდეგ საბჭოთა სტილის კამპანია მიმდინარეობს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მის წინააღმდეგ "საბჭოთა სტილის კამპანია" მიმდინარეობს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამის თაობაზე მიაწოდა დღეს ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს.

"ელჩებს მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ და რომელიც გასცდა ყველა ზომას და ზღვარს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს მის საარჩევნო კამპანიაზე.

"ეს იყო ჩემი კამპანიის თემები, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის ჩემი მთავარი პრიორიტეტები, ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველა სტანდარტით. ევროპაში ყოფნა საქართველოსი, როგორც არა მხოლოდ ელჩი საქართველოსი, არამედ, როგორც ლობისტი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი აქტიურობა ევროპაში და მსოფლიოში. ეს იყო ის თემები, რომლებიც მათთვის იყო ყველაზე საინტერესო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ პოსტს“ და ის მუქარად შეაფასა.

„სხვათაშორის, წავუკითხე მისი დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება. ყველამ უნდა იცოდეს, რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა