გიორგი ჩოგოვაძე „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა, სადაც ფორუმის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„საქართველოსა და აზია -აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით, „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ მიმდინრეობს. ღონისძიებას სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

ფორუმში მონაწილეობენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ფორუმის მთავარი მიზანია, საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო საინვესტიციო პოტენციალით. ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორები დელეგატებს სთავაზობენ ერთგვარ საერთაშორისო პლატფორმას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა