​გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი აშშ-ს ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აშშ- ი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების გერმანულ მარშალის ფონდის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ატლანტიკური საბჭოს და ორგანიზაცია Heritage-ის წარმომადგენლებთან.

განსახილველ თემებს შორის იყო ჰიბრიდული გამოწვევები და მასთან ბრძოლის მექანიზმები, ეროვნული მედეგობისა და დემოკრატიული პროცესების, წინასაარჩევნო გარემოს, ოკუპაციის თემები და რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულებები.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება