ანდრეი პარუბი - ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც გვაერთიანებს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ყოველდღე ხვდებიან ოკუპაციის საშინელებას

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც გვაერთიანებს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ყოველდღე ხვდებიან ოკუპაციის საშინელებას, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ სუამ-ის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიის გახსნისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტისას უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ.

„ჩვენ საერთო ისტორია და საერთო გამოწვევები გვაერთიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ყოველდღე ხვდებიან ოკუპაციის საშინელებას. მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაშიც იმყოფება რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ჩვენ ვცდილობთ ერთობლივად ვუპასუხოთ ამ დიდ გამოწვევას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა. როგორც ბატონმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ პრობლემების გადაწყვეტის დროს ჩვენ ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ იმიტომ, რომ როგორც გადაწყდება ეს პრობლემა ერთ ქვეყანაში, ისევე მოხდება ამის გადატანა მეორე ქვეყანაშიც. სურვილი, რომ მივაღწიოთ ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ძალიან გვაერთიანებს. ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და დავიცვათ ჩვენი ქვეყნები,“ - განაცხადა ანდრეი პარუბიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა