ანონსი  6 ოქტომბერი

6 ოქტომბერს, 09:30 საათზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გაიხსნება.

6 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „დიდუბე პლაზაში“ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

თემა: ახალგაზრდების უნარების განვითარება და სამეწარმეო თანამშრომლობა მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან.

საკონტაქტო ტელ.: 555 74 64 54/ 593 22 16 92

6 ოქტომბერს, 10:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მეტეხის ხიდთან საზოგადოებას თბილისობის დღესასწაულს მიულოცავს.

6 ოქტომბერს 11:00 საათზე. იმერეთის მთავარ საინფომაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში, იმერეთის რეგიონში იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ და ხელისუფლებას მიმართავენ.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველკურსელებთან.

თემა: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდება.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი N 6

6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის 64 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

6 ოქტომბერს. 14:00 საათზე, თბილისში იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ქუჩას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები გახსნიან.

მის.: თბილისი, დედაენის ბაღი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო პირი თამარ ხომერიკი - 595 093143

6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისიძიებას დაესწრებიან პრეზიდენტობის კანდიდატები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიესალმება.

მის.: რუსთაველის გამზ. N29

6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო არტ-პლენერის „ვაზის სეზონი საქართველოში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის.: კ. ქუთათელაძის #6, შესახვევი ყაზბეგის 28-სთან

საკონტაქტო პირი დათო ბაძაღუა - 577092120

„თბილისობა 2018“ - პროგრამა

რიყის პარკი

· გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00

· ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00-20:00

· საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00

· ცოცხალი მუსიკა -14:00 - 18:00

· რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

· მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00

· საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00

· ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-17:00

· პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00

· პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00 -17:00 ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages -18:00 – 19:00

· გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00 - 21:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

· ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

· ტურნირები ნარდში

· მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

· აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

· შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

· ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

· ბოჩა (შშმ პირებისთვის)

· ტურნირი მინი გოლფში

· შეჯიბრი მკლავჭიდში

· მაგიდის ჩოგბურთი

· ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

ევროპის მოედანი

მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა - 20:00

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში:

17:00 საათი - „ფერების ფესტივალი“

19:00 საათი - ჯგუფი „ფრანის“ კონცერტი

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიების განრიგი:

09:30- 11:15 საათზე, I სესია

პანელი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება

სიტყვით გამომსვლელები: თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ეუგენ კარპოვი, მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე; ჰანა ჰოპკო, უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; მაიკლ გელერი, ევროპის პარლამენტის წევრი.

11:30-13:15 საათზე, II სესია

პანელი: ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან

სიტყვით გამომსვლელები: სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; მიჰაელა სპატარი, მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრი; უკრაინის დელეგაციის წევრი; ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

14:30-16:15 საათზე, III სესია (დახურული ფორმატი)

პანელი: შიდა განვითარება და საპარლამენტო თანამშრომლობა

გამომსვლელები: ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

ადრიან კანდუ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე;

ანდრი პარუბი, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე;

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა