მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მცხეთის იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, სიახლე საპილოტე რეჟიმში, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამედიცინო პუნქტში 4 ექიმი დასაქმდა, რომლებიც მომავალში იზოლატორში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.

„შერჩეულმა ექიმებმა, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში შესაბამისი გადამზადება გაიარეს.

წლის ბოლომდე, სამედიცინო პუნქტების გახსნა, ეტაპობრივად სხვა იზოლატორებშიც მოხდება.

პროექტი, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა