ანონსი  7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმის“ საკონფერენციო დარბაზში, „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან: დავით ბაქარაძესთან, შალვა ნათელაშვილთან და დავით უსუფაშვილთან შეხვედრები გაიმართება.

მისამართი: ვახტანგ ორბელიანის ქუჩა #8/10

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის „ჰერას“ ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად.“

საკონტაქტო პირი: მარიკა დავითულიანი- 599 25 71 72

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ახმეტაში, კულტურის ცენტრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდება.

მისამართი: ჭანტურიას N 11.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძიას ძეგლის გახსნას დაესწრება, საიდანაც გადავა დედაენის ბაღში და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრება.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თელავში მოსახლეობას შეხვდება.

მისამართი: ერეკლე მეორეს გამზირი N 1- ისტორიის მუზეუმი.

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვაშინგტონიდან სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ქრისტინა პუშოუ და ლორეტა ჰარინგტონი შვილმოკლულ მამებს პარლამენტთან მოინახულებენ.

საკონტაქტო ტელ.: 591 05 16 01

7 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლაგოდეხში მოსახლეობას შეხვდება.

მისამართი: წმინდა ნინოს N 4, კინოთეატრი "სინემა".

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტს დაესწრება.

საკონტაქტო პირი ლანა - 577158572

„თბილისობა 2018“ - პროგრამა

რიყის პარკი

· გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00

· ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 -20:00

· საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00

· საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-15:00

· ცოცხალი მუსიკა -14:00 -18:00

· რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩა

კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00

ლეღვთახევი

· მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00

· საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00 – 17:00

· ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00 -17:00

· პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00

· ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00 – 18:00

· ყველაზე მოთხოვნადი პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00 - 21:00

· გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00 – 22:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

· ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

· ტურნირები ნარდში

· მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

· აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

· შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

· ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

· ბოჩა (შშმ პირებისთვის)

· ტურნირი მინი გოლფში

· შეჯიბრი მკლავჭიდში

· მაგიდის ჩოგბურთი

· ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

· კარატე - საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი

საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე - 19:30

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს