„მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი აზრის ლიდერები.

„მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, სასტუმრო „მუზეუმში“ გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტობის კანდიდატებთან: დავით ბაქარაძესთან, შალვა ნათელაშვილთან და დავით უსუფაშვილთან. შეხვედრები მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური ხედვებისა და საპროგრამო პრინციპების თაობაზე. შეხვედრები გაიმართება „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა