ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი

"კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -“სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითიდღე სრულდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

“ვინც გასული იყო დღეს ქალაქში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი ლამაზი თბილისობა ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენი მერი კახი კალაძე, მერი გახდა დაპირებით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითიდღე სრულდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე”, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა“ მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა