საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა პატივსაცემად მიღება გაიმართა

მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია - თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრიან კანდუს, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბის და ასამბლეის სხვა წევრებს უმასპინძლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია. თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წელია გასული და ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში, შევძელით, რომ ჩვენი მეგობრობა გაგვეღრმავებინა და გაგვეძლიერებინა. თავისთავად, ეს გულისხმობს ჩვენს სამ ქვეყანასა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებს შორის მეგობრობას.

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა - დავაფუძნეთ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა. ცხადია, ეს დღე, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები გახდება კიდევ უფრო მტკიცე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტუმრების საპატივცემულოდ და „თბილისობა 2018“-ის აღსანიშნავად, გაიმართა კონცერტიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა