ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს,  2 კი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს, დმანისის და მარნეულის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 2 კი ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს.

1975 წელს დაბადებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.ნ.-მ რუსთავში მდებარე ფერმიდან 12 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 1988 წელს დაბადებული ტ.მ. და 1988 წელს დაბადებული კ.ს. კი პოლიციამ მოპარული ძროხების რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დმანისში 10 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დმანისში 11 სული ძროხის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1988 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ჩ.

ასევე, მარნეულში, 5 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1973 წელს დაბადებული ა.ჰ., რომელიც წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

პოლიციამ ხუთივე პირის მიერ მოპარული 38-ვე ძროხა მეპატრონეებს დაუბრუნა.

გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირია დაკავებული, 2 კი ამხილეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა