პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროში ბრუნდება

პარლამენტის ბიუროს 8 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ხდება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ცალკე პროგრამული კოდით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უცვლელი რჩება სამსახურის როლი მატერიალური რეზერვების მართვის საკითხთან მიმართებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სფეროში იარსებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსს მინისტრი ნიშნავს, ხოლო თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87,600 ათასი ლარი, მომუშავეთა რიცხოვნობა კი განსაზღვრულია 4 573 ერთეულით.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს