რაულ ხაჯიმბა - ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, - ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმერ პუტინისადმი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მისალოც წერილში.

„პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში თქვენ მოიპოვეთ მილიონობით ადამიანის პატივისცემა და სიყვარული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის გარეთაც, მათ შორის აფხაზეთში. ჩვენ მრავალეროვანი ხალხი გულწრფელად მადლობას გიხდით აფხაზეთის მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია წერილში.

რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მომავალშიც გაძლიერდება“.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 66 წელი შეუსრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა