არჩილ თალაკვაძე - დროა, ქვეყანამ ისეთი პრეზიდენტი აირჩიოს, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში ახმეტაში, თელავში და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

“2012 წლის შემდეგ დღემდე ჩვენ ერთად შევცვალეთ ბევრი რამ ამ ქვეყანაში. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი დამსახურებით სახელმწიფო ხელისუფლება დაუბრუნდა უბრალო ადამიანებს, დაგიბრუნდათ თქვენ. დღეს, ხელისუფლება არის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანზე. სწორედ თქვენ, თქვენმაირმა ადამიანებმა შეცვალეს მიდგომები ჯანდაცვის სისტემაში, მედიაში. ასევე შეცვალეს დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხი. დღეს, ზუსტად არის დრო, როდესაც სწორედ თქვენი გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგას მომავლისკენ. გადადგას კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი უფრო მშვიდი უფრო ევროპული სახელმწიფოსკენ. აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს, აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს, მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებს, მოგისმენთ თქვენ და მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამაზე ისაუბრებს პარლამენტთან, მთავრობასთან. მე გარწმუნებთ, რომ ყველა კანდიდატს შორის ასეთი ადამიანი არის სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ახმეტაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა