ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელი კირბალიდან გაიტაცეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს,
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
იხილეთ ვიდეო: გორის რაიონის სოფელი კირბალიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს